თავში

აზერბაიჯანი 1990 წლის ტრაგედიას იხსენებს

აზერბაიჯანი 1990 წლის ტრაგედიას იხსენებს
აზერბაიჯანი 1990 წლის ტრაგედიას იხსენებს

ქალაქის ცენტრში ასიათასობით ადამიანი მიჰყვებოდა დაღუპულთა კუბოებს. ისინი დაკრძალეს პარკში, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი ქალაქსა და ზღვაზე. ახალგაჭრილ საფლავებს გროვებად აყრიდნენ მიხაკებს. მას მერე, აზერბაიჯანელებისთვის ეს სამგლოვიარო ყვავილებია,- ასეთი იყო 31 წლის წინათ ბაქოში დატრიალებული ტრაგედიის ფინალი.

დღეს აზერბაიჯანში 1990 წლის 20 იანვარს საბჭოთა ტანკებითა და ხიშტებით დაღუპულებს გლოვობენ. 

1990 წლის 20 იანვარს, ბაქოს ცენტრში, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქციების დროს, საბჭოთა ჯარებმა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ცეცხლი გახსნეს. იმ ღამეს 133-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 744 კი დაშავდა, 841 დაპატიმრებული იყო. დაღუპულთა შორის არასრულწლოვნები, მოხუცები და ქალებიც იყვნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system