თავში

აზერბაიჯანი ახალი უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას დაიწყებს

​აზერბაიჯანი ახალი უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას დაიწყებს
აზერბაიჯანი ახალი უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას დაიწყებს

მსოფლიო ტექნოლოგიურ პროცესებში აზერბაიჯანული მეცნიერების მიერ წამყვანი პოზიციების დასაკავებლად, ეკონომიკის განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციათა სფეროების გაფართოების მიზნით, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაღალტექნოლოგიური პარკი მნიშვნელოვანი სამუშაოების განხორციელებას იწყებს. პროექტი, თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებზე დაყრდნობით, ცოდნის კომერციალიზაციას და ბიზნეს იდეებისა და ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

მაღალტექნოლოგიური პარკის პრეზიდენტი რამიზ მეჰტიევი განსაკუთრებულ მნიშვნელობას მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით ინოვაციურ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს ანიჭებს. ტექნოპარკი, ინოვაციური პროექტების მხარდაჭერისა და მეცნიერების კომერციალიზაციის მიზნით, რეზიდენტებს დიდ შეღავათებსა და მხარდაჭერას სთავაზობს.

სწორედ ამ შეღავათით სარგებლობს კომპანია AZELTECH, რომელიც მაღალტექნოლოგიური პარკის რეზიდენტია. ამ ეტაპზე ის კიდევ ერთი ინოვაციურ პროექტზე - ახალი დრონების წარმოებაზე მუშაობს.

ახალ უპილოტო საფრენ აპარატებს სპეციალისტები გათავისუფლებულ ტერიტორიებზე სატყეო და წყლის მეურნეობის, ფლორისა და ფაუნის შესასწავლად გამოიყენებენ. ასევე მოხდება რეგიონის რადიოეკოლოგიური მონიტორინგი, რომელიც მეწამორის ატომური სადგურიდან ამ ტერიტორიაზე ნარჩენების სამარხების არსებობის შემთხვევაში მათ გამოვლენას შეუწყობს ხელს.

ამჟამად უპილოტო საფრენი აპარატების ტესტირება მიმდინარეობს. მათზე გამა და ნეიტრონული დეტექტორების ინტეგრირება ხდება. სწორედ ამ დეტექტორების საშუალებით მოხდება გათავისუფლებულ ტერიტორიებზე რადიაციული ფონის გაზომვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system