თავში

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ბარდის დაბომბვას 21 ადამიანი ემსხვერპლა - განახლებულია

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ბარდის დაბომბვას 21 ადამიანი
აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ბარდის დაბომბვას 21 ადამიანი ემსხვერპლა - განახლებულია

სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ქალაქ ბარდას ტერიტორიების კასეტური რაკეტებით დაბომბვის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა, 70 მეტი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. 

-15:12-

სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ქალაქ ბარდას ტერიტორიების კასეტური რაკეტებით დაბომბვის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა, 60 მეტი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ქალაქში განთავსებული მანქანები მნიშვნელოვნად დაზიანდა.

აზერბაიჯანული მედია წერს, რომ სომხეთის არმიამ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა "სმერჩი" გამოიყენა.

-14:46-

სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ქალაქ ბარდას ტერიტორიების საერთაშორისო სამართლით აკრძალული კასეტური რაკეტებით დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი გარდაიცვალა, 40-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, კასეტური ბომბები სავაჭრო ობიექტების ტერიტორიაზე ჩამოვარდა, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system