თავში

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ მათ რამდენიმე სოფელს სომხეთმა დილიდან ცეცხლი გაუხსნა - PHOTO

​აზერბაიჯანი აცხადებს, რომ მათ რამდენიმე სოფელს სომხეთმა დილიდან ცეცხლ
აზერბაიჯანი აცხადებს, რომ მათ რამდენიმე სოფელს სომხეთმა დილიდან ცეცხლი გაუხსნა - PHOTO

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა თოვუზის რაიონში აზერბაიჯანის სოფელ აგდამისა და ალიბეილის მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი დილიდან ისევ გახსნეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, ვაგიფ დარგიახლიმ განაცხადა.

მისი თქმით, მსხვილკალიბრიანი იარაღით და საარტილერიო დანადგარებით ცეცხლის გაუხსნეს სოფელ დონდარ გუშჩუს.

გავრცელებული ინფორმაციით, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამასთან, თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სომხურმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 74-ჯერ დაარღვია. უწყებაში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგის ქმედებები აღკვეთილი იყო და აზერბაიჯანული ქვედანაყოფები ოპერატიულ ვითარებას სრულად აკონტროლებენ.

თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის შუშან სტეპანიანის ინფორმაციით, გვიან ღამით, სომხურმა მხარემ მოწინააღმდეგის ტანკის გადაადგილება ცეცხლით აღკვეთა. სტეპანიანის ცნობით, ამჟამად საზღვარზე სიტუაცია შედარებით მშვიდია.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან შეიარაღებული დაპირისპირება 12 ივლისს დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system