თავში

აზერბაიჯანი ჩინეთის დასახმარებლად მზადყოფნას გამოთქვამს

აზერბაიჯანი ჩინეთის დასახმარებლად მზადყოფნას გამოთქვამს
აზერბაიჯანი ჩინეთის დასახმარებლად მზადყოფნას გამოთქვამს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შედეგად დაღუპულების გამო სამძიმარი გამოუცხადა. რესპუბლიკის ხელმძღვანელის თქმით, ბაქო მზადაა პეკინს დახმარება გაუწიოს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ.

„ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილი თქვენი ქვეყნის მოქალაქეების გამო ძალიან დამწუხრებული ვარ. ვაფასებ თქვენი მთავრობის მიერ ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად გადადგმულ ნაბიჯებს. აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, მინდა სოლიდარობა გამოგიცხადოთ და გაცნობოთ, რომ დასახმარებლად მზად ვართ. დაღუპულთა ოჯახებს ღრმა მწუხარებას ვუცხადებ, ხოლო ინფიცირებულებს ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელდნენ“, - ნათქვამია პრეზიდენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ წერილში.

ახალი ტიპის კორონავირუსი ჩინეთის ქალაქ ვუჰანში გასული წლის დეკემბერში გავრცელდა. ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ვირუსის აფეთქების შესახებ 31 დეკემბერს აცნობა.

30 იანვარს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდემია გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 259-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის ჯანდაცვის კომისიამ გაავრცელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system