თავში

აზერბაიჯანი ევროკავშირთან მჭიდროდ თანამშრომლობს - აზერბაიჯანის პრეზიდენტი

აზერბაიჯანი ევროკავშირთან მჭიდროდ თანამშრომლობს - აზერბაიჯანის პრეზი
აზერბაიჯანი ევროკავშირთან მჭიდროდ თანამშრომლობს - აზერბაიჯანის პრეზიდენტი

"ძალიან მახარებს, რომ ევროკომისია ჩვენს სატრანსპორტო სექტორს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. პრეზიდენტ შარლ მიშელის ვიზიტის დროს, მას გავაცანით ჩვენი პორტის, თავისუფალი ეკონომიკური ზონის შესაძლებლობები. ამ სფეროში ევროპული ინსტიტუტების სერიოზულ დამოკიდებულებას ვხედავთ", - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანში ევროკავშირის დელეგაციის ახლად დანიშნული ხელმძღვანელისთვის სიგელების მიღებისას განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ევროკავშირთან მჭიდროდ თანამშრომლობს.  

თავის მხრივ, აზერბაიჯანში ევროკავშირის დელეგაციის ახლად არჩეულმა ხელმძღვანელმა, პიოტრ მიხალკომ განაცხადა, რომ ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებითა და აღმშენებლობით არის დაინტერესებული.

""აღმოსავლეთ პარტნიორობის "პროგრამის ფარგლებში მოუთმენლად ველით აზერბაიჯანის აქტიურ მონაწილეობას და წვლილს დაგეგმილი სამიტის მომზადების პროცესში”, - აღნიშნა მიხალკომ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system