თავში

აზერბაიჯანი გაერო-ს ახალი პანელის შექმნის ინიციატივით გამოდის

​აზერბაიჯანი გაერო-ს ახალი პანელის შექმნის ინიციატივით გამოდის
აზერბაიჯანი გაერო-ს ახალი პანელის შექმნის ინიციატივით გამოდის

აზერბაიჯანი COVID-19–ის შემდეგ გლობალური აღდგენის მიზნით გაერო-ს ახალი მაღალი დონის პანელის შექმნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის გენერალური დებატების დროს ვიდეო ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.

მისი თქმით, ამ საკითხზე საერთაშორისო ყურადღების მიქცევის მიზნით, აზერბაიჯანმა, მიუმხრობლობის მოძრაობის სახელით, ვაქცინებზე ყველა ქვეყნის თანაბარი და უნივერსალური ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში რეზოლუცია წარადგინა, რომელიც ამ წლის მართში ერთხმად მიიღეს.

"მიმდინარე სესიის ფარგლებში აზერბაიჯანი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე იმავე თემაზე რეზოლუციის პროექტის წარდგენას გეგმავს.

ჩვენ გვჯერა, რომ საჭიროა ძლიერი, კოორდინირებული და მიზნობრივი გლობალური ნაბიჯების გადადგმა, რათა COVID-19-ის შემდეგ აღდგენა უკეთ მოხდეს. ამ მხრივ, ჩვენ COVID-19–ის შემდეგ გლობალური აღდგენის მიზნით გაერო-ს ახალი მაღალი დონის პანელის შექმნას ვთავაზობთ, რომელიც პოსტპანდემიურ პერიოდში გლობალური ზომების შესახებ რეკომენდაციებს მოამზადებს", - განაცხადა ალიევმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system