თავში

აზერბაიჯანი კონფლიქტში თურქეთის მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

აზერბაიჯანი კონფლიქტში თურქეთის მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას უარყ
აზერბაიჯანი კონფლიქტში თურქეთის მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

ფრონტზე სიტუაცია დაძაბულია. სომხეთის სამხედრო პროვოკაციების შედეგად, რომელიც 27 სექტემბერს დილით დაიწყო, აზერბაიჯანის დასახლებულ პუნქტებსა და ჩვენს პოზიციებს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

ალიევის თქმით, შედეგად 11 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 2 ბავშვი დაიღუპა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კატეგორიულად უარყო სომხური მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თურქეთი ყარაბაღში კონფლიქტის მხარეა.

"სომხური მხარის მიერ გავრცელებული ყველა ჭორი, რომ თურქეთი მონაწილეობს, როგორც კონფლიქტის მხარე, პროვოკაციული ხასიათისაა, როგორ ახლა ამბობენ, ეს "ფეიკ ნიუსია", - განაცხადა ალიევმა.

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system