თავში

აზერბაიჯანი ქვეყნებს მოუწოდებს, ყარაბაღში ეთნიკურად სომხები არ გაუშვან

​აზერბაიჯანი ქვეყნებს მოუწოდებს, ყარაბაღში ეთნიკურად სომხები არ გაუშვა
აზერბაიჯანი ქვეყნებს მოუწოდებს, ყარაბაღში ეთნიკურად სომხები არ გაუშვან

აზერბაიჯანი მსოფლიოს ყველა ქვეყანას მოუწოდებს, აღკვეთოს მთიან ყარაბაღში, საბრძოლო მოქმედებების ზონაში ეთნიკურად სომხების მოხვედრის მცდელობა. ამის შესახებ ბრიფინგზე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, ლეილა აბდულაევამ განაცხადა.

ამასთან, მან ჟურნალისტების უსაფრთხოებაზეც გააკეთა კომენტარი.

"აზერბაიჯანი ვერ აგებს პასუხს ჟურნალისტების სიცოცხლეზე, რომლებიც ოფიციალური ბაქოს ნებართვის გარეშე საბრძოლო მოქმედებების ზონაში აღმოჩნდნენ", - განაცხადა აბდულაევამ.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის თქმით, 27 სექტემბრიდან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სომხეთის საბრძოლო მოქმედებების შედეგად 24 სამოქალაქო პირი დაიღუპა, 121 დაიჭრა, 300 მეტი სახლი, სამოქალაქო და ინფრასტრუქტურული ობიექტი დაინგრა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system