თავში

აზერბაიჯანი საერთო მობილიზაციის გამოცხადების საჭიროებას ვერ ხედავს

აზერბაიჯანი საერთო მობილიზაციის გამოცხადების საჭიროებას ვერ ხედავს
აზერბაიჯანი საერთო მობილიზაციის გამოცხადების საჭიროებას ვერ ხედავს

აზერბაიჯანის სახელმწიფო უწყებების განცხადებით, მთლიან ყარაბაღში შექმნილი ვითარების გამო, საერთო მობილიზაციის გამოცხადების საჭიროება არ არსებობს. ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო იუწყება.

სახელმწიფო უწყებებში განმარტავენ, რომ ფრონტზე გაწვევის სურვილს მრავალი მოქალაქე გამოთქვამს, რისთვისაც მობილიზაციისა და გაწვევის სახელმწიფო სამსახური მათ მადლობას უხდის.

"აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დაცვას აზერბაიჯანის არმია უზრუნველყოფს. საჭიროების შემთხვევაში, რეზერვში მყოფ სამხედროებს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად გამოიძახებენ. თუმცა, ამჟამად ასეთი საჭიროება არ არსებობს", - ნათქვამია განცხადებაში

ცნობისთვის, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system