თავში

აზერბაიჯანში მიუმხრობლობის მოძრაობის“ სამიტი გაიმართება

​აზერბაიჯანში „მიუმხრობლობის მოძრაობის“ სამიტი გაიმართება
აზერბაიჯანში მიუმხრობლობის მოძრაობის“ სამიტი გაიმართება

აზერბაიჯანის დედაქალაქში „მიუმხრობლობის მოძრაობის“ სამიტი ჩატარდება. ორგანიზაცია აერთიანებს 120 სახელმწიფოს, რომელთა მიზანი სამხედრო ბლოკებში მონაწილეობაზე უარის თქმაა.

„მიუმხრობლობის მოძრაობის“ სამიტში მონაწილეობას მიიღებს 60 ქვეყნის ლიდერი, მათ შორის არის ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი, ვენესუელის პრეზიდენტი ნოკოლას მადურო და კუბის ლიდერი მიგელ დიას-კანელი.

სამიტის ფარგლებში ავღანეთის და პალესტინის საკითხები და ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტები განიხილება. საუბარი ეკონომიკურ თემებსაც შეეხება.

სამიტს ბაქოში 450-ზე მეტი ჟურნალისტი გააშუქებს, მათ შორის 250 უცხოელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system