თავში

აზერბაიჯანი სომხეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში სარჩელს შეიტანს

​აზერბაიჯანი სომხეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში
აზერბაიჯანი სომხეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში სარჩელს შეიტანს

აზერბაიჯანი ერევნის მიერ რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენციის დარღვევის გამო სომხეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში სარჩელს შეიტანს. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ლეილა აბდულაევამ განაცხადა.

„უახლოეს დღეებში, ამ წლის იანვარში აზერბაიჯანის მიერ სომხეთის წინააღმდეგ აღძრული სასამართლო პროცესის გარდა, აზერბაიჯანი იწყებს სარჩელს სომხეთის პასუხისგებაში მიცემის მიზნით რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენციის დარღვევის გამო", - განაცხადა აბდულაევამ.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა შეწყვიტა სომხეთის მიერ მისი ტერიტორიების ნაწილის უკანონო ოკუპაცია, აზერბაიჯანული მხარე დეტალურად აღწერდა და აგროვებდა აზერბაიჯანელების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის მტკიცებულებებს.

”ეს მოიცავს სომხეთის მიერ აზერბაიჯანელების დევნის ფაქტებს აზერბაიჯანელების გაძევების, წამების, მკვლელობისა და სასტიკი მოპყრობის მიზნით მათი ეთნიკური წარმომავლობის გამო,” - განმარტა მან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სომხეთის აგრესიის შედეგად მილიონზე მეტი აზერბაიჯანელი იძულებით გააძევეს თავიანთი სახლებიდან.

”აზერბაიჯანის მთელი ქალაქები მთლიანად დაანგრიეს”, - განაცხადა მან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system