თავში

აზერბაიჯანი სომხეთს საზღვარზე ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყებას სთავაზობს

აზერბაიჯანი სომხეთს საზღვარზე ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყებას
აზერბაიჯანი სომხეთს საზღვარზე ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყებას სთავაზობს

აზერბაიჯანმა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ, არაერთხელ გამოხატა თავისი განზრახვა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისათვის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობის საფუძველზე. რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას ალტერნატივა არ აქვს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 43-ე შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მისი თქმით, არსებობს უპრეცედენტო შანსი, რომ ასეთი ურთიერთობა დამყარდეს ორივე მხარის ლიდერების მიერ ხელმოწერილი სამმხრივი განცხადების თანმიმდევრული განხორციელების გზით.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი ამჟამად აშენებს ინფრასტრუქტურას სომხეთთან სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ სასაზღვრო კონტროლის განსახორციელებლად.მისივე თქმით, აზერბაიჯანი ამჟამად აშენებს ინფრასტრუქტურას სომხეთთან სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ სასაზღვრო კონტროლის განსახორციელებლად.

”ჩვენ ვთავაზობთ ორმხრივი დისკუსიების დაწყებას სომხეთთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე. აზერბაიჯანი სომხეთის მხრიდან პოზიტიურ რეაგირებას ელოდება.

აზერბაიჯანის მიმართ სიძულვილი სომხეთში, რასაც თან ახლავს რევანშისტული რიტორიკა, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ანტიაზერბაიჯანული სიძულვილის ენა, რომელიც აერთიანებს სომხეთის მმართველ და ოპოზიციურ პოლიტიკოსებს, საფრთხეს უქმნის ნორმალიზაციის მყიფე პროცესს. დაბოლოს, სომხეთმა უნდა შეასრულოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და სამმხრივი განცხადების თანახმად ნაკისრი ვალდებულებები და წარმოადგინოს დანაღმული ტერიტორიების რუკები, რათა თავიდან აიცილოს დამატებითი ადამიანური მსხვერპლი", - განაცხადა მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system