თავში

აზერბაიჯანი წელს ყარაბაღში სამი აეროპორტის ასაშენებლად 1.3 მლრდ დოლარს დახარჯავს

აზერბაიჯანი წელს ყარაბაღში სამი აეროპორტის ასაშენებლად 1.3 მლრდ
აზერბაიჯანი წელს ყარაბაღში სამი აეროპორტის ასაშენებლად 1.3 მლრდ დოლარს დახარჯავს

აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში სამი აეროპორტის აშენებას გეგმავს, რომელთაგან ერთი მზად შემოდგომაზე იქნება. ამაში 2,2 მილიარდი მანათის ანუ  1,3 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. ალიევს უჭირს მშენებლობის დაწყება-სასრულების ვადების პროგნოზირება, რადგან განაღმვის სამუშაოები გარკვეულ სირთულეებს ქმნის.

"ჩვენ უკვე დავიწყეთ აეროპორტის მშენებლობა ფიზულში. ჩვენ ასევე ვგეგმავთ კიდევ ორი აშენებას ლაჩინსა და ზანგილანში. ყველა მათგანი საერთაშორისო აეროპორტი იქნება და საშუალებას მისცემს უცხოელებსაც და ადგილობრივ მოსახლეობასაც თავისუფლად იმოგზაურონ ქალაქ შუშაში. სავარაუდოდ, ფიზულის აეროპორტი მზად იქნება ამ წლის შემოდგომაზე", - დასძინა აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურმა.

რაც შეეხება რეგიონში ლტოლვილთა დაბრუნების საკითხს, ალიევის განმარტებით, ოფიციალური ბაქო ამის გაკეთებას რაც შეიძლება სწრაფად შეეცდება. 

"არ მსურს კონკრეტული თარიღების დასახელება, თუმცა ჩვენ დევნილებს დავუბრუნებთ ეტაპობრივად და რაც შეიძლება მალე. აზერბაიჯანელი მოსახლეობა ასევე დაბრუნდება იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ამჟამად სამშვიდობო ძალების კონტროლს ექვემდებარება", - თქვა ილჰამმა თქვა ალიევმა.

აზერბაიჯანმა, სომხეთმა და რუსეთმა 10 ნოემბერს ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას მთიანი ყარაბაღის ომის დასრულების შესახებ და ბაქომ კონტროლი აიღო ყარაბაღის რამდენიმე რეგიონზე, მათ შორის, 1990-იანი წლების დასაწყისში ომის დროს დაკარგულ რეგიონებზე. შეთანხმებების თანახმად, რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში სომხეთთან ყარაბაღის დამაკავშირებელი დერეფნის გასწვრივ. ბაქოს ახლო მოკავშირემ, თურქეთმა, რუსეთთან ერთად, რეგიონში გახსნა მონიტორინგის ცენტრი აზერბაიჯანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დაცვის გასაკონტროლებლად. ილჰამ ალიევის განმარტებით, აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ბაზის შექმნის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, თუმცა ბაქო თურქულ იარაღს ყიდულობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system