თავში

აზერბაიჯანი თურქეთის სიდიდით მეორე გაზის მიმწოდებელი გახდება

​აზერბაიჯანი თურქეთის სიდიდით მეორე გაზის მიმწოდებელი გახდება
აზერბაიჯანი თურქეთის სიდიდით მეორე გაზის მიმწოდებელი გახდება

სოკარის პრეზიდენტის როვნაგ აბდულაევის თქმით, აზერბაიჯანი თურქეთისთვის სიდიდით მეორე გაზის მიმწოდებელი გახდება. ამის შესახებ მან დღეს ტრანს ანატოლიური მილსადენის პროექტის (TANAP) დასრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე განაცხადა. ღონისძიება თურქეთში, ედირნეს პროვინციაში გაიმართა.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მნიშვნელობას.

„ოთხი წლის წინ, როდესაც თურქეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა მიიღეს ისტორიული გადაწყვეტილება, „სოკარს“ წილად ხვდა საპატიო მისია, აეშენებინა ტრანს ანატოლიური მილსადენი. მისი შესრულებისაკენ მიმართულმა ჩვენმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. გასულ წელს გავხსენით ბუნებრივი აირის კორიდორის სამხრეთ ნაწილი და TANAP-ის პირველი განყოფილება. მისი საშუალებით თურქულ ბაზარზე უკვე განთავსდა 3.2 მლრდ კუბურ მეტრზე მეტი ბუნებრივი აირი“, - განაცხადა აბდულაევმა.

მისი თქმით, TANAP სულად მზადაა ბუნებრივი აირის ევროპისკენ ტრანსპორტირებისათვის. „სოკარის“ პრეზიდენტმა ნამუშევარიც შეაფასა და აღნიშნა, რომ სამუშაო შესრულებულია ხარისხიანად და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

„ამ მილსადენის საშუალებით, პირველად ისტორიაში აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი კასპიიდან ტრანსპორტირდება ევროპულ ბაზარზე. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ამ სივრცეში გაზის ახალი მიმწოდებლები გავხდით, ექსპორტის რაოდენობა თურქეთშიც გაიზრდება. აზერბაიჯანი ჩვენი მოძმე ქვეყნისთვის ბუნებრივი აირის სიდიდით მეორე მიმწოდებელი იქნება“, - განაცხადა აბდულაევმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system