თავში

აზერბაიჯანი თურქეთს ხანძრების ქრობაში დაეხმარება

​აზერბაიჯანი თურქეთს ხანძრების ქრობაში დაეხმარება
აზერბაიჯანი თურქეთს ხანძრების ქრობაში დაეხმარება

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განკარგულებით, თურქეთში ტყის ხანძრების ქრობისთვის დახმარების ბრიგადები გაიგზავნა. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჰიქმეთ ჰაჯიევმა განაცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შესაბამისი დავალებები უკვე მისცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და საგანგებო სიტუაციების მინისტრს.

”შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები დაუკავშირდნენ თურქულ მხარეს და უმოკლეს დროში სახანძრო ჯგუფები გაიგზავნება მოძმე ქვეყანაში”, - აღნიშნა ჰაჯიევმა.

ცნობისთვის, სამხრეთ თურქეთში მასშტაბური ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system