თავში

აზერბაიჯანის 7 სამოქალაქო პირი ჭურვის აფეთქებისას დაშავდა

აზერბაიჯანის 7 სამოქალაქო პირი ჭურვის აფეთქებისას დაშავდა
აზერბაიჯანის 7 სამოქალაქო პირი ჭურვის აფეთქებისას დაშავდა

აგრესორი ქვეყნის სომხეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და აგრძელებს ტერორისტულ ქმედებებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, - ამ განცხადებას აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

" მტრის შეიარაღებული ძალები მძიმე საარტილერიო დანადგარებიდან ინტენსიურ სროლას აგრძელებენ კომპაქტურად დასახლებული საცხოვრებელი პუნქტების - რაიონული და სოფლის ცენტრების, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტების - საცხოვრებელი სახლების, საავადმყოფოების, სამედიცინო პუნქტების, სკოლების, საბავშვო ბაღების, სახელმწიფო დაწესებულებების ადმინისტრაციული შენობების, სამეურნეო დანიშნულების ტერიტორიების მიმართულებით.

2020 წლის 30 სექტემბერს დილის 8 საათზე სომხური სამხედრო ქვედანაყოფების მიერ, ქალაქ ტერტერის მიმართულებით მორიგი ინტენსიური სროლის დროს, სახელმწიფო დაწესებულებების ადმინისტრაციული შენობების გვერდით საარტილერიო ჭურვი აფეთქდა, რის შედეგადაც 7-მა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო და ისინი საავდმყოფოში გადაიყვანეს. ასევე სერიოზული ზიანი მიადგა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებს.

ამ დროისათვის, პროკურატურის თანამშრომლების მიერ, საომარ მოქმედებებში შესაძლებელი ყველა ოპერატიულ-სამძებრო მოქმედება სრულდება. დაშავებული ადამიანების სხეულის დაზიანებების სიმძიმის განსასაზღვრად და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიყენებული ზარალის ოდენობის განსასაზღვრად დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურა, სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედროების მიერ ჩადენილი სხვადასხვა დანაშაულისთვის მათი საერთშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად პასუხისგებაში მისაცემად ყველა აუცილებელ ზომას ატარებს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system