თავში

აზერბაიჯანის არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაერო-ს სომხეთის წინააღმდეგ თხოვნით მიმართეს

აზერბაიჯანის არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაერო-ს სომხეთის წინ
აზერბაიჯანის არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაერო-ს სომხეთის წინააღმდეგ თხოვნით მიმართეს

აზერბაიჯანის არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაერო-ს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშსა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს თხოვნით მიმართეს და სომხეთის შეჩერება და დასჯა მოითხოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

"გაცნობებთ, რომ 17 ოქტომბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, სომხეთმა კიდევ ერთხელ შეუტია განჯას, აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქს, SCUD / Elbrus ბალისტიკური რაკეტით დაარტყა ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ უბანს, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი  დაშავდა. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის იყვნენ ბავშვები, ქალები და მოხუცები.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეს უკვე მესამედ ხდება. ქალაქ განჯას სომხეთის მხრიდან სარაკეტო ცეცხლსასროლი იარაღით ხვდება და დღემდე 27 მოქალაქე დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.

აზერბაიჯანის საზოგადოება შეშფოთებული და დამწუხარებულია არა მხოლოდ ამ სისასტიკის, ბარბაროსობისა და ტერორიზმის გამო, რომელიც სომხეთმა ჩაიდინა მთელი მსოფლიოს წინაშე, არამედ გაერო-ს უშიშროების საბჭოს დუმილი, რომელმაც უნდა შეაჩეროს და დასაჯოს აგრესორები მთელს მსოფლიოში და რომელიც ამ მიზნით შეიქმნა, ასევე სერიოზულ აღშფოთებასა და შეშფოთებას იწვევს.

თუ გაერო-ს უშიშროების საბჭო ამჯერადც გაჩუმდება სომხეთის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, ეს ნიშნავს  მის მიერ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულთა გამართლებას და თანამონაწილეობას. ისტორია ამას არავის აპატიებს.", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ ღამით სომხეთის შეიარაღებული ძალების სარაკეტო შეტევების შედეგად განჯაში 13 ადამიანი დაიღუპა, 45-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system