თავში

აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო

აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო
აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო.

ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიის კონტრშეტევაში ჩართულია მძიმე ტექნიკა, არტილერია და ავიაცია.

„აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა, ასევე სომხეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი სამხედრო ტექნიკა და ობიექტები, როგორც წინა ხაზზე ისე, მეტოქის დაცვის ხაზში. ხდება მათი განადგურება“, – აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

მათივე ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ სომხეთის შეიარაღებული ძალების 12 საზენიტო კომპლექსი გაანადგურა.სომხური მხარის მიერ ჩამოაგდეს აზერბაიჯანის სამხედრო ვერტმფრენი. აზერბაიჯანული მხარის ცნობით, ეკიპაჟი ცოცხალია.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system