აზერბაიჯანის 38 ათასამდე მოქალაქე ჯარში ნებაყოფლობით ჩაეწერა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ქვეყნის სამხედრო სამსახურში მობილიზაციისა და გაწევევის სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
სახელმწიფო სამსახური გამოჩენილი პატრიოტიზმისმისთვის მოქალაქეებს მადლობას უხდის.
შეგახსენებთ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 12 ივლისს გამწვავდა. ორივე მხარეს არის მსხვერპლი.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან დღეისათვის შედარებით სიმშვიდე შეინიშნება, თუმცა ზოგადი ვითარება კვლავ დაძაბულია.