თავში

აზერბაიჯანის ბიუჯეტში თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე 4,6 მილიარდ მანათს გამოყოფენ

​აზერბაიჯანის ბიუჯეტში თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე 4,6 მილიარდ
აზერბაიჯანის ბიუჯეტში თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე 4,6 მილიარდ მანათს გამოყოფენ

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მილი მეჯლისს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე 4 585 806 638 მანათი იქნება გამოყოფილი.

ამასთან, მომავალი წლის ბიუჯეტის მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ აქ ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე სოციალურ-ეკონომიკური, ენერგეტიკული, კომუნალური, სატრანსპორტო და სხვა ინფრასტრუქტურისთვის აუცილებელი თანხებიცაა გათვალისწინებული. 

ამასთან, ოკუპაციისგან გათავისუფლებულ სოფლებში დაბრუნებული მოსახლეობისთვის სპეციალური შეღავათები წესდება, რაც ამ რაიონებში ეკონომიკური აქტივობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system