თავში

აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში განცხადებას ავრცელებს

აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში განცხადებას ავრცელებს
აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში განცხადებას ავრცელებს

აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი განცხადებას ავრცელებს.

"სომეხი ნაციონალისტების სეპარატისტული მცდელობები, სამწუხაროდ, კავკასიისთვის ახალი არ არის. ამ აქტივობის განვითარება, თანაც ტერორისტულ კონტექტსში, მათ ჯერ კიდევ ХХ წლის დასაწყისში დაიწყეს. 

1905 წელს სომეხი ტერორისტების მსხვერპლი ბაქოს მაშინდელი გუბერნატორი, თავადი მიხეილ ნაკაშიძე გახდა. 1918 წელს , საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ჩვენი ქვეყნების მიმართ სომხეთის მმართველების ტერიტორიული პრეტენზიები ღიად გამოიკვეთა. მათი მცდელობები, მიეთვისებინათ აზერბაიჯანის მიწები და მიეტაცებინათ საქართველოს ლორეს ოლქი, კომენტარს არ საჭიროებს. აღსანიშნავია ისიც, რომ იმ დროს, როდესაც სომეხი "სტრატეგები" საქართველოს ფარგლებში შემოიჭრნენ, მაშინდელი ტიფლისის დიდ და შეძლებულ სომხურ საზოგადოებაში დაშნაკის მთავრობის სასარგებლოდ თანხებისა და მოხალისეების მოსაზიდად კამპანია დაიწყო. რითი დამთავრდა ეს ყველაფერი მაშინ,ყველასათვის  ცნობილია.

ამბობენ, რომ ისტორიას აქვს განმეორების ჩვევა. სამწუხაროდ, სეპარატისტულ-ტერორისტული აზროვნება  საბჭოთა ხელისუფლების ბევრი წლის განმავლობაშიც ფარულად ჭამდა ჩვენს რეგიონს. 1988 წელს ის სეპარატიზმის ღია დეკლარირებაში გადაიზარდა, რომლის ლოზუნგი იყო "მიაცუმა", ანუ აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის სომხეთისათვის მიერთება. რით დასრულდა სომეხი ნაციონალისტების მაშინდელი გააქტიურება, ასევე ცნობილია. საკმარისია, გავიხსენოთ მხოლოდ ომის დანაშაულები და გენოციდის ფაქტები, როდესაც1992 წელს აზერბაიჯანის ქალაქ ხოჯალიში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩაიდინეს, სადაც ერთ ღამეში 613 ადამიანი სასტიკად მოკლეს და 1993 წელი, როდესაც  აფხაზეთის ქართველ მოსახლეობას მასობრივად გაუსწორდნენ. 

ამრიგად, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკიდან მართული ნაციონალიზმის მორიგი ტალღის აგორება შეუძლებელია, არ იწვევდეს ანალოგიებს.

როგორც ცნობილია, ერთი თვის წინ, 27 სექტემბერს, სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლების თითქმის 30 წლის განმავლობაში უკანონოდ ახდენდნენ აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონის ტერიტორიების ოკუპაციას, ახალი აგრესია სცადეს, მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ობიექტები მიზანმიმართულად დამბომბეს. ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით თავდასხმების სამიზნე გახდა აზერბაიჯანის ქალაქები, რომლებიც ფრონტის ხაზიდან ათობით და ასობით კილომეტრშია განლაგებული. 4, 11 და 17 ოქტომბერს განჯის დაბომბვა ყველაზე შემზარავი და სისხლიანი გახდა. შედეგად, 25 ადამიანი დაიღუპა და 139 ადამიანი დაშავდა. ყველა საერთაშორისო შეფასებით, მძინარე ქალაქის, საცხოვრებელი უბნების დაბომბვა განიხილება, როგორც ომის დანაშაული, ხოლო ვინც ის ჩაიდინა, პასუხისგებაში უნდა იყოს მიცემული. ზოგადად, 27 სექტემბრიდან 23 ოქტომბრამდე აზერბაიჯანის 63 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 298 დაიჭრა.

ამჟამად, აზერბაიჯანი და მისი შეიარაღებული ძალები, ქვეყნის მოსახლეობის დაცვისა და საფრთხეების განეიტრალების  შესაბამისად,  გაეროს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად, ახორციელებს წარმატებულ ოპერაციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის აღსადგენად. რისი შედეგიც იქნება ასიათასობით იძულებით გადაადგილებული პირის საკუთარ სახლში დაბრუნება, რომლებმაც ეთნიკური წმენდა გაიარეს და მშობლიური მიწებიდან დევნილებად იქცნენ.  აზერბაიჯანი, ფაქტობრივად, ახლა ახორციელებს საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნებს "საოკუპაციო ძალების სრული, დაუყოვნებელი და უპირობოდ გაყვანის შესახებ"  სომხეთის მიერ აზერბაიჯანის მიტაცებული ტერიტორიებიდან. ეს მოთხოვნები არსებობდა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ოთხ რეზოლუციაში (822, 853, 874, 884), რომლებიც 1993 წელს მიიღეს, მაგრამ სომხეთმა ისინი უგულებელყო.

არადა, საქართველოში ნებისმიერ პასუხისმგებლიან და შორსმჭვრეტელ ადამიანს არ შეუძლია, არ მიესალმოს სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრეცედენტს. ჩვენც, აზერბაიჯანში ვგრძნობთ გაგებასა და სოლიდარობას საქართველოს მრავალი მოქალაქის მხრიდან, საქართველოსოფიციალური სტრუქტურების შეწონილ პოზიციას, რომელიც გამიზნულია მშვიდობის შენარჩუნებასა და საფრთხეების აღკვეთისკენ, რათა მთელი რეგიონის სტაბილურობასა და მდგრად განვითარებას საფრთხე არ დაემუქროს.

თუმცა, ამ პოზიტიურ ფონზე მკვეთრი დისონანსის სახით გამოირჩევა ოფიციალური ერევნის მიერ ინსპირირებული მცდელობები, აღძრას საქართველოს სომხურ მოსახლეობაში აზერბაიჯანის წინააღმდეგ აგრესიაში მონაწილეობის სურვილი. ამ მცდელობებმა აქტიური ხასიათი მიიღო სამცხე-ჯავახეთში, სომხებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში. სექტემბრის ბოლოდან აქ იმართებოდა სხვადასხვა კამპანიები ფინანსური სახსრების მოსაზიდად და "მოხალისეებში" ჩასაწერად. მიზანი სომხეთის სამხედრო სტრუქტურების მხარდაჭერაა, რომლებიც აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დარტყმების შედეგად ნვალსა და ხელს შუა ნადგურდება. ანუ, ფაქტობრივად, საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან - აზერბაიჯანთან შეიარაღებული ბრძოლისთვის აქეზებენ.

ასევე, აღვნიშნავთ, რომ ამგვარი საქმიანობა ყველა საერთაშორისო წესს ეწინააღმდეგება.  გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 2014 წლის რეზოლუციაში პირდაპირ წერია, რომ ”პირები, რომლებიც არარსებულ სახელმწიფოში გეგმავენ, ემზადებიან, ან მონაწილეობენ ტერორისტული აქტების ჩადენაში, ან ტერორისტების მომზადებაში,  მათ შორის, შეიარაღებულ კონფლიქტში"   კლასიფიცირდება როგორც” უცხოელი ტერორისტი მებრძოლი ”. ხოლო 2017 წელს მიღებული გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუცია ავალდებულებს ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს, მიიღონ აუცილებელი იძულებითი ზომები ტერორისტებისა და ტერორისტული ჯგუფების გადაყვანის თავიდან ასაცილებლად. ბოლო პერიოდში, საერთაშორისო დონეზე, ასევე შეიქმნა ეფექტური მექანიზმები, რომლებიც ხელს უშლის ტერორიზმის დაფინანსებასა და სხვა სახის უკანონო ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავს მშვიდობისა და სტაბილურობის შელახვას.

თუმცა, ერევნის მითითებით საქართველოში მოქმედი ემისრები ქვეყნის სომხური თემის წევრებს უბიძგებენ სწორედ იმ დანაშაულის მკაფიო მხარდაჭერისა და თანამონაწილეობისკენ, რომლისთვისაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო კანონმდებლობის დონეზე.

ამ საშიში ტენდენციის მორიგი თვალსაჩინო მტკიცებულება 22 ოქტომბერს საქართველოს სომეხი ახალგაზრდობის კავშირის მიერ ორგანიზებული მსვლელობა და მიტინგი გახდა. მონაწილეებმა მსვლელობის დროს ააფრიალეს ქსოვილის ნაჭრები სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული დროშის ფერებში, მარჯვნივ გამოსახული თეთრი სამკუთხედით. ეს არის უკანონო საოკუპაციო ხუნტის რეჟიმის სიმბოლო ყარაბაღში და მისი თბილისის ცენტრში გამოფენა, მაშინ, როდესაც ყარაბაღის რეგიონის მიწები კანონიერ მფლობელეს უბრუნდება, მიუღებელია. აქციის მონაწილეები საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორების, აზერბაიჯანისა და თურქეთის სახელმწიფოს მეთაურებს შეურაცხყოფას აყენებდნენ. სასულიერო პირი გამოვიდა აგრესიული სიტყვებით, რომელიც ნაკლებად შეესაბამება ქრისტიანი მოძღვარის სტატუსს და განაცხადა, რომ სასულიერო პირები ასევე მზად არიან, იარაღით "საზღვარზე დადგნენ". მიტინგის ფარგლებში ასევე მოეწყო თანხების შეგროვება უკანონო საოკუპაციო რეჟიმის მხარდასაჭერად.

უფრო მეტიც, ამ თვითნებობის დამკვეთები 25 ოქტომბერს მსგავსი აქციის განხორციელებას ბათუმშიც გეგმავენ. შესაბამის მიმართვებს ამ ქვეყნის გენერალური საკონსულო ავრცელებს. ამრიგად, სახეზეა დაგეგმილი და მავნე ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო შეთანხმების საფუძვლების შელახვასა და სამხრეთ კავკასიაში რეგიონული სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კლიმატის გაფუჭებას.

ეს ის შემთხვევაა, როცა სიტყვები ზედმეტია, როდესაც სეპარატისტებმა თავისი ქმედებებით უკვე ყველაფერი თქვეს და ყველა დაშვებულ ზღვარს გადააჭარბეს. სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის ფუნდამენტური პრინციპებისადმი  ასეთი უპატივცემულობა,  სეპარატისტული ტრენდია, რომლის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია.  თუ ის მტკიცედ არ იქნება ახლა აღკვეთილი, სომხეთის დროშის ფერებში მორიგი მსვლელობა აუცილებლად იქნება, ოღონდ ამჯერად თეთრი სამკუთხედი  ზემოდან ექნება  - ჯავახეთში სეპარატიზმის სიმბოლო.

ჩვენი რეგიონის ხალხებმა უნდა ისწავლონ გასული საუკუნე-ნახევრის ისტორიიდან, რომ არ დაუშვან იგივე ფატალური შეცდომები, რომელიც წარსულში ძვირად დაგვიჯდა და მომავალში ჩვენი განვითარების პერსპექტივას საფრთხეს უქმნის. ამიტომ, საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა, რათა მოვთოკოთ სეპარატიზმის, ტერორიზმისა და აგრესიის გამღვივებლები. მხოლოდ ასე შევძლებთ სამხრეთ კავკასიაში ჩვენი საერთო მშვიდობიანი სახლის აშენებას",- ნათქვამია განცხადებაში.

ყარაბაღში, აზერბაიჯანში სომხური სეპარატიზმის სიმბოლო

ჯავახეთში, საქართველოში სომხური სეპარატიზმის სიმბოლო

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system