თავში

აზერბაიჯანის მთავრობა ნიდერლანდების რეზოლუციის მიმართ პროტესტს გამოთქვამს

აზერბაიჯანის მთავრობა ნიდერლანდების რეზოლუციის მიმართ პროტესტს გამო
აზერბაიჯანის მთავრობა ნიდერლანდების რეზოლუციის მიმართ პროტესტს გამოთქვამს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნიდერლანდების პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის მიმართ პროტესტს გამოთქვამს.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, საუბარია ნიდერნალდების პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ რეზოლუციებზე, რომელიც მთიანი ყარაბაღის რეგიონში შექმნილი ვითარებას ეხება.

”ნიდერლანდების პარლამენტმა მიიღო რეზოლუციები აზერბაიჯანის წინააღმდეგ, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება და მთლიანად მიკერძოებულია", - აცხადებენ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული რეზოლუციები ანტი-აზერბაიჯანულ და ანტი-თურქულ პოზიციას ღიად გამოხატავს.

"ნიდერლანდების პარლამენტის რეზოლუციებს კატეგორიულად უარვყოფთ და წარმომადგენელთა პალატას მოვუწოდებთ, უარი თქვან ცალმხრივი პოზიციების გამოხატვაზე და საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად იმოქმედონ", - ვკითხულობთ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system