თავში

აზერბაიჯანის ომბუდსმენი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს

​აზერბაიჯანის ომბუდსმენი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს
აზერბაიჯანის ომბუდსმენი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს

აზერბაიჯანის ომბუდსმენი საბინა ალიევა, სომხეთის სამხედრო ძალების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე განხორციელებულ სროლასთან დაკავშირებით, მსოფლიო თანამეგობრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სროლა აკრძალული კასეტური ბომბებით განხორციელდა.

"2020 წლის 27 სექტემბრიდან დაწყებული სომხეთის შეიარაღებული ძალები ინტენსიურ სროლას ახორციელებენ აზრბაიჯანის დასახლებული პუნქტებისა და სოციალური და სტრატეგიული ობიექტების მიმართულებით. შეტევა ხორციელდება მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით. სომხეთი იყენებს მძიმე არტილერიას, ავიაციას, სარაკეტო სისტემებსა და აკრძალულ იარაღს. სროლების შედეგად იღუპება აზერბაიჯანის მშვიდობიანი მოსახლეობა, არიან დაჭრილები და დაშავებულები, სერიოზულად დაზიანდა სახლები, ისტორიული და კულტურული ძეგლები, ადმინისტრაციული შენობები, სავაჭრო ცენტრები და სხვა სოციალური ობიექტები", - ნათქვამია მიმართვაში.

"კასეტური იარაღით დაიბომბა ტერიტორიები, რომლებიც ბრძოლის ხაზიდან შორს მდებარეობს. ისინი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენიდან 10 მეტრში ჩამოვარდა.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მთავარი საექსპორტო ნავთობსადენი ეკონომიკური, პოლიტიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს წარმოადგენს არა მხოლოდ აზერბაიჯანისთვის, არამედ საქართველოსთვის, თურქეთისა და მთელი რეგიონისთვის, ასევე ევროპული და მსოფლიო სახელმწიფოებისთვის.

სომხური მხარის მიერ ჩადენილი მორიგი სამხედრო დანაშაული არის არა მხოლოდ აზერბაიჯანის სახელმწიფოს წინააღმდეგ, არამედ რეგიონული სახელმწიფოებისა და მთელი ევროპის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული", - ნათქვამია განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system