თავში

აზერბაიჯანის პრეზიდენტი მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად შუშაში ჩავიდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად შუშაში ჩავიდა
აზერბაიჯანის პრეზიდენტი მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად შუშაში ჩავიდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, ქვეყნის პირველმა ლედიმ მეჰრიბან ალიევამ და მათმა ქალიშვილმა ლეილა ალიევამ ქალაქ შუშაში სადღესასწაულო კოცონი აანთეს. ილჰამ ალიევმა შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამობა მიულოცა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს ისტორიული დღეა, ვინაიდან 28 წლის შემდეგ პირველად, ქალაქ შუშაში აზერბაიჯანელები ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავენ.

ილჰამ ალიევმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში სამხედრო ხარჯები ყოველთვის პირველ ადგილზე იყო.

”საერთაშორისო საზოგადოებისათვის საერთაშორისო დონეზე უნდა მიგვეწოდებინა სიმართლე ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით და ჩვენ ეს შევძელით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით საერთაშორისო ორგანიზაციებში და მივაღწიეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსა და რეზოლუციებს, რომლებიც ასახავს რეალობას და საერთაშორისო სამართალს. ეს გახდა ჩვენი გამარჯვების სამართლებრივი საფუძველი, სამართლიანობის აღდგენის სამართლებრივი საფუძველი.

მსოფლიოში ალბათ არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ბოლო წლებში ისე სწრაფად განვითარდა, როგორც აზერბაიჯანი. ჩვენ უნდა დაგვეგროვებინა სამხედრო სახსრები და ეს ჩვენი მთავარი ამოცანა იყო. შემთხვევითი არ არის, რომ ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში სამხედრო ხარჯები ყოველთვის პირველ ადგილზე იყო", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system