თავში

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ყარაბაღში ახალი ტერიტორიების გათავისუფლებას აანონსებს

​აზერბაიჯანის პრეზიდენტი ყარაბაღში ახალი ტერიტორიების
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ყარაბაღში ახალი ტერიტორიების გათავისუფლებას აანონსებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ყარაბაღში ახალი დასახლებული პუნქტების გათავისუფლებას აანონსებს. ამის შესახებ მან თურქულ ტელეარხ Haber Global-თან ინტერვიუში განაცხადა.

”შეიძლება ითქვას, რომ გამარჯვებული აზერბაიჯანული არმია საბრძოლო წარმატებებს ყოველდღიურად აღწევს. ყოველდღე განთავისუფლებულია რომელიმე ქალაქი და სოფელი ან ამ სოფლებზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების კონტროლი მყარდება. შემიძლია ვთქვა, რომ დღეს რამდენიმე დასახლებული პუნქტია ჩვენს კონტროლქვეშ, უბრალოდ ჩვენ ჯერ არ შევსულვართ ამ ტერიტორიებზე, რადგან სამხედრო თვალსაზრისით ამის საჭიროება არ არის. მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენ ახალ მიღწევების შესახებ განცხადებას გავაკეთებთ", - განაცხადა ალიევმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system