თავში

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ქართველ ჟურნალისტებსა და ბლოგერებს უმასპინძლა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ქართველ ჟურნალისტებსა და ბლოგერებს
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ქართველ ჟურნალისტებსა და ბლოგერებს უმასპინძლა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის საკითხების განყოფილების ხელმძღვანელი ჰიქმეთ ჰაჯიევი ქართველ ჟურნალისტებსა და ბლოგერებს შეხვდა. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის თანაშემწემ Twitter-ზე გამოაქვეყნა.

"მოხარული ვარ ვუმასპინძლო ჟურნალისტებს, ბლოგერებსა და აკადემიკოსებს მეზობელი საქართველოდან. ჩვენ მეგობრული და ფართო აზრთა გაცვლა გვქონდა ფართო სპექტრის რეგიონულ საკითხებზე. ქართველი მეგობრები ასევე ეწვევიან აღმოსავლეთ ზანგეზურისა და ყარაბაღის ეკონომიკურ ზონებს, კერძოდ შუშასა და აღდამს", - წერს ჰიქმეთ ჰაჯიევი.

ქართველი ჟურნალისტები და ბლოგერები აზერბაიჯანში გუშინ ჩავიდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system