თავში

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ყარაბაღთან დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ყარაბაღთან დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ყარაბაღთან დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, ფრანგულ გამოცემა Le Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში, ყარაბაღის მომავალთან დაკავშირებით საკუთარ შეხედულებებზე ისაუბრა. 

”ჩვენ ყარაბაღს ვხედავთ, როგორც აზერბაიჯანის აყვავებულ, უსაფრთხო ტერიტორიას, სადაც ხალხი მშვიდად და ღირსეულად იცხოვრებს, სადაც აზერბაიჯანული და სომხური თემები ერთად იცხოვრებენ. ამ ტერიტორიას ისევე განვავითარებთ, როგორც აზერბაიჯანის სხვა დანარჩენ ტერიტორიებს", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

"მნიშვნელოვანი ეკონომიკური მიღწევები გვაქვს. ჩვენი სიღარიბის მაჩვენებელი ძალიან დაბალია და დაახლოებით 5%-ს შეადგენს. სომხეთში ეს მაჩვენებელი 50%-ს უახლოვდება. ამასთან, ჩვენ გვაქვს უმუშევრობის დაბალი დონე, რაც პანდემიამდე დაახლოებით 5%-ს შეადგენდა, ახლა კი 7% გახდა. ეს მაჩვენებელი მთიან ყარაბაღთან შედარებით, სადაც ეს პრობლემა ფართოდ არის გავრცელებული, ისევე განსხვავდება როგორც დღე და ღამე. ჩვენ შეგვიძლია უკეთეს ცხოვრება შევუქმნათ იქ მცხოვრებ სომხებსა და აზერბაიჯანელებს, რომლებიც იქ დაბრუნდებიან. დარწმუნებული ვარ, რომ ორი ერი, ორი ხალხი მშვიდობას დაამყარებს", - აღნიშნა ალიევმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system