
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ცნობით, მთიანი ყარაბაღის რეგიონში ვითარების გამწვავებიდან დღემდე, აზერბაიჯანის მხრიდან 60 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 270-მდე ადამიანი დაიჭრა.
ამავე უწყების ინფორმაციით, განადგურებულია 1,704 საცხოვრებელი სახლი.
მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა.
ცნობისთვის, გუშინ ღამით სომხეთის შეიარაღებული ძალების სარაკეტო შეტევების შედეგად განჯაში 13 ადამიანი დაიღუპა, 45-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.