თავში

აზერბაიჯანის პროკურატურა დაბომბილი განჯიდან ვიდეოს ავრცელებს

აზერბაიჯანის პროკურატურა დაბომბილი განჯიდან ვიდეოს ავრცელებს
აზერბაიჯანის პროკურატურა დაბომბილი განჯიდან ვიდეოს ავრცელებს

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაბომბილი განჯიდან, ვიდეო და ფოტომასალას ავრცელებს.

"ოკუპანტი ქვეყნის შეიარაღებული ძალები არღვევენ საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, მათ შორის 1949 წლის ჟენევის კონვენციასა და გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციებს. აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქი განჯა, რომელიც არ მიეკუთვნება იმ რეგიონს, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, მტერმა მძიმე არტილერიით დაბომბა. დაბომბილია ქალაქის მჭიდროდ დასახლებული ადგილები", - ვკითხულობთ აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღეს დილით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები განჯას ბომბავდენ. 

მანამდე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმად, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხანკენდის რაიონის სოფელი ტერტერი და ფიზულის რაიონის სოფელი ჰორადიზი დაბომბეს.

გუშინ ღამით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიამ სომხეთის ოკუპაციისგან 7 სოფელი გაათავისუფლა.

ცნობისთვის, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system