თავში

აზერბაიჯანის პროკურატურა: სომხეთის მიერ აღდამის დაბომბვას მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

აზერბაიჯანის პროკურატურა: სომხეთის მიერ აღდამის დაბომბვას მშვიდ
აზერბაიჯანის პროკურატურა: სომხეთის მიერ აღდამის დაბომბვას მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა უხეშად არღვევს 1949 წლის ჟენევის კონვენციის ნორმებსა და პრინციპებს, აგრეთვე 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან გამოცხადებულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. 

აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურის ცნობით, დღეს, დაახლოებით 19:00 საათზე, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აღდამის რაიონის სოფლები ჩემენლი და ზანგიშალი დაბომბეს, რასაც სოფელ ჩემენლში მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. 

აღდამის პროკურატურამ მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დღეს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადრუთის და ჯებრაილის მიმართულებით შეტევა განახორციელეს.

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, კონფლიქტის განახლების დღიდან, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებულ თავდასხმას 31 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ხოლო 171 დაშავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system