თავში

აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრის თარიღი ცნობილია

​აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრის თარიღი ცნობილი
აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრის თარიღი ცნობილია

26 ნოემბერს სოჭში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის, რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

შეხვედრაზე 2020 წლის 9 ნოემბრისა და 2021 წლის 11 იანვრის სამმხრივი შეთანხმებების შესრულებას განიხილავენ.

ასევე მხარეები რეგიონში სტაბილურობის გასაძლიერებლად და მშვიდობიანი ცხოვრების დასამყარებლად შემდგომ ნაბიჯებს დასახავენ.

განსაკუთრებული ყურადღება სავაჭრო, ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების აღდგენასა და განვითარებას დაეთმობა.

გავრცელებული ინფორმაციით, პუტინი ალიევთან და ფაშინიანთან ცალკე მოლაპარაკებებსაც გამართავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system