თავში

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ელჩი მიიღო

​აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ელჩი მიიღო
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ელჩი მიიღო

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა საქართველოს ელჩთან, ზურაბ პატარაძე გამართა შეხვედრა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ აზერაბაიჯან-საქართველოს ურთიერთობები ისტორიულ მეგობრობაზე დგას და ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობები არსებობს.

ჯეიჰუნ ბაირამოვმა ისაუბრა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის განვითარებაზე ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ასევე ჰუმანიტარულ, კულტურულ, სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროებში.

შეხვედრაზე კმაყოფილებით იყო აღნიშნული ორივე ქვეყნის მიერ საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების მტკიცე მხარდაჭერა, კერძოდ სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერის პრინციპი და მისი ერთმნიშვნელოვანი გამოხატვა საერთაშორისო ფარგლებში.

მხარეებმა გაცვალეს აზრები სამმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის შემდგომი გაფართოვების საკითხებზე, ასევე გაერო-ს ხელმძღვანელობით საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

ზურაბ პატარაძემ ჯეიჰუნ ბაირამოვს აზერბაიჯანის საგარეო მინისტრის პოსტზე დანიშვნა მიულოცა და ქართველი კოლეგის, დავით ზალკალიანის მოკითხვა გადასცა. ელჩმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის თანამშრომლობის შემდგომი გაფართოებისთვის სათანადო შესაძლებლობები არსებობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system