თავში

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამმხრივ განცხადებაზე ისაუბრა

​აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამმხრივ განცხადებაზე ისაუბრა
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამმხრივ განცხადებაზე ისაუბრა

მიმდინარე წლის 11 იანვარს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერების მიერ გაკეთებული სამმხრივი განცხადება რეგიონის ახალი კომუნიკაციების გახსნას, სატრანსპორტო და სატრანზიტო დერეფნების შექმნას ეხება.

ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა ყაზახ კოლეგა მუხთარ თილეუბერდისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მისივე თქმით, ამ განცხადების განხორციელებაში გარკვეული შეფერხებები შეინიშნება.

„ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ბოლო პერიოდში სომხეთის რესპუბლიკაში შეინიშნება“, – დასძინა მინისტრმა.

შეგახსენებთ, ამ წლის 11 იანვარს, მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე, აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება ვიცე-პრემიერების დონეზე სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე, რომელიც სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების დამყარებას ისახავს მიზნად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system