თავში

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

მორიგი შეტევა ქალაქის დასახლებულ პუნქტებზე, სადაც სამხედრო სამიზნეები არ არის და ის კონფლიქტის ზონიდან შორს მდებარეობს, კიდევ ერთხელ ცხადყოფს სომხეთის ტერორისტულ ხასიათს.

ქალაქ ბარდაში სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობა არის გენოციდი, სამხედრო დანაშაული და დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ.

"ეს არის სომხეთის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების აშკარა დარღვევა. სომხეთის ხელმძღვანელობას, პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის ჩათვლით, ამ დანაშაულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება.

აზერბაიჯანის დასახლებულ პუნქტებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა ცეცხლის შეწყვეტის ოფიციალურად გამოცხადებული ჰუმანიტარული რეჟიმის დროს, ჟენევაში ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ, აშკარად აჩვენებს, რომ სომხეთის მიზანია მოლაპარაკებების ჩაშლა, დაძაბულობის გაზრდა და კონფლიქტში მესამე ქვეყნების ჩართვა", - აღნიშნულია განცხადებაში.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, აღკვეთოს სომხეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევა და მშვიდობიანი მოქალაქეების განზრახ მკვლელობა, ასევე მოსთხოვოს ქვეყანას, გაიყვანოს ჯარები აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

"აზერბაიჯანი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამ არაადამიანურ ქმედებებზე პასუხისმგებელი პირები სამართალს არ გაექცნენ და პასუხი აგონ", - აღნიშნული განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system