თავში

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 2021 წლის 28 ივლისს, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქელბაჯარის რაიონის ტერიტორიაზე აზერბაიჯანული არმიის პოზიციების ინტენსიური დაბომბვა მოახდინეს. ამის შესახებ აღნიშნული განცხადებაში, რომელსაც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაჭრილია ორი აზერბაიჯანელი სამხედრო.

"ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მთელი პასუხისმგებლობა საზღვარზე პროვოკაციისა და სიტუაციის გამწვავებაზე მთლიანად ეკისრება სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას",- აღნიშნეს უწყებაში.

სამინისტრო სომხეთს მოუწოდებს, შეეგუოს რეგიონში შექმნილ ახალ რეალობას, შეწყვიტოს სამხედრო პროვოკაციები და დაიწყოს მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის შესახებ.

"აზერბაიჯანი იტოვებს უფლებას დაიცვას, ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო საზღვრებში, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს მტკიცე პასუხები გაეცემა”, - განაცხადეს სამინისტროში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system