თავში

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: სომხეთი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორისტულ საშუალებებს იყენებს

​აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: სომხეთი მშვიდობიანი მოსახ
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: სომხეთი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორისტულ საშუალებებს იყენებს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ სომხეთის მიერ აზერბაიჯანული სოფელ ტერტერის მიმართულებით ინტენსიური სროლა გრძელდება.

"სომხეთი ტერტერის მშვიდობიანი მოქალაქეების მისამართით სროლით იმის დემონსტრაციას ახდენს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორისტულ საშუალებებს იყენებს და კვლავ არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს.

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებმაც სომხეთის აგრესიის ახალი აქტის საპასუხოდ კონტრშეტევითი ქმედებები განახორციელა, განაცხადა, რომ სამოქალაქო მოსახლეობას, ქალებსა და ბავშვებს არ ეომება, კონტრშეტევა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ჩარჩოებში ხორციელდება. სომხური მხარის ნაბიჯები, რომლების საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება, იმის დემონსტრაციას ახდენს, რომ ეს ქვეყანა თავისი აგრესიული გეგმების მისაღწევად ყველა საშუალებას, სამხედრო დანაშაულსაც კი იყენებს.

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მტკიცედ დაგმოს სომხეთის სამხედრო დანაშაული, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობაზე გამიზნულადაა მიმართული", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანულმა არმიამ მტრის თავდაცვის ხაზი გაარღვია და 7 სოფელი ოკუპაციისგან გაათავისუფლა.

აზერბაიჯანსა და სომხეთში, მთიან ყარაბაღში არსებული კონფლიქტის გამწვავების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system