თავში

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთის მხრიდან ბარდის დაბომბვას გმობს

​აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთის მხრიდან ბარდი
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთის მხრიდან ბარდის დაბომბვას გმობს

სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ 27 ოქტომბერს ბარდაზე "სმერჩის" ტიპის საარტილერიო დანადგარიდან სარაკეტო შეტევის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვანი გოგონა, 13 ადამიანი მძიმედ დაიჭრა, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"ეს არის სომხეთის კიდევ ერთი სამხედრო დანაშაული, რომელიც არ სცემს პატივს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ვალდებულებებს და უხეშად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის ჰუმანიტარულ რეჟიმს, რომელიც მესამედ იქნა მიღწეული საერთაშორისო შუამავლების ძალისხმევით.

სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ კიდევ ერთი სისხლიანი დანაშაულის ჩადენა ჟენევაში ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ არის მაგალითი, რომ აგრესორი ქვეყნა, სომხეთი კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირებით არ არის დაინტერესებული და მისი მიზანია, მოლაპარაკებებს ნებისმიერი საშუალებით შეუშალოს ხელი.

აზერბაიჯანის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, დაიჭიროს მტკიცე პოზიცია, რომ დამნაშავეები სამართლიანად დაისაჯონ”, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system