თავში

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტების გარდაცვალებას ეხმაურება

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტების გარდაცვალებას
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტების გარდაცვალებას ეხმაურება

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქელბაჯარის რაიონში ჟურნალისტების ნაღმზე აფეთქების შედეგად გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, სოფელ სუსუზლუღის მიმართულებით მოძრაობის დროს ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე ავტომობილის აფეთქების შედეგად 3 ადამიანი - აზერბაიჯანის ტელევიზიის „AzTV“-ის ოპერატორი სირაჯ აბიშოვი და საინფორმაციო სააგენტო "აზერტაჯის“ თანამშრომელი მაჰერამ იბრაჰიმოვი, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი ალიფ ალიევი დაიღუპნენ. კიდევ 4-მა ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.

უწყებამ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა, დაჭრილებს კი გამოჯანმრთელება უსურვა.

"აზერბაიჯანული მხარე საერთაშორისო დონეზე მუდმივად აყენებს საკითხს, რომ სომხეთი, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, მათ შორის 1949 წლის ჟენევის კონვენციებს, მიზანმიმართულად და ფართომასშტაბიანად ათავსებს ნაღმებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე", - აღნიშნავენ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ "პასუხისმგებლობა იმაზე, რომ სამოქალაქო პირები თავიანთი ოფიციალური მოვალეობის შესრულებისას ნაღმების მსხვერპლნი ხდებიან, სომხეთს ეკისრება".

"ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, არ დაუშვას სომხეთის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების უხეშად დარღვევა, მათ შორის მისი მიზანმიმართული პოლიტიკა ნაღმების განთავსებასთან დაკავშირებით და მოითხოვოს სომხეთის მიერ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

აზერბაიჯანი, თავის მხრივ, მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system