თავში

აზერბაიჯანის საგარეო უწყება ფრანგ ჟურნალისტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 

აზერბაიჯანის საგარეო უწყება ფრანგ ჟურნალისტებთან დაკავშირებით განც
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ფრანგ ჟურნალისტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია ოკუპირებულ მთიან ყარაბაღში ფრანგული გაზეთის Le Monde-ის ორი ჟურნალისტი დაჭრის შესახებ.

ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

”გვინდა აღვნიშნოთ, რომ სომხეთი ორგანიზებას უწევს ჟურნალისტების ვიზიტებს საომარ ზონაში, საფრთხის ქვეშ აყენებს უცხოელი ჟურნალისტების სიცოცხლეს და უხეშად არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალის ნორმებს".

შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიის სამიზნე არ არის სამოქალაქო მოსახლეობა და ობიექტები, და აგრესორი სომხეთისგან განსხვავებით, სამხედრო ოპერაციების დროს იცავს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მუხლების, მათ შორის ჟენევის კონვენციის მოთხოვნებს.

საშიშ ტერიტორიაზე უცხოელი ჟურნალისტების მიზანმიმართული შეშვება მიუთითებს, რომ სომხეთის მთავრობა უგულებელყოფს საკუთარ ვალდებულებებს ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ და უცხოელ ჟურნალისტებს საკუთარი უკანონო მიზნებისთვის იყენებს.

ჩვენი მხრიდან, მივმართავთ უცხოელ ჟურნალისტებს, დაბეჯითებით ვურჩევთ, ოკუპირებული მთიანი ყარაბაღისა და აზერბაიჯანის მიმდებარე რეგიონების ვიზიტისთვის წინასწარ მიიღოთ აზერბაიჯანული მხარის ნებართვა", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system