თავში

აზერბაიჯანის საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

აზერბაიჯანის საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს
აზერბაიჯანის საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

აზერბაიჯანი მზად არის, სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზება საერთაშორისო სამართლის პრინციპების მკაცრი დაცვის საფუძველზე მოახდინოს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

"გამარჯვებით, რომელსაც ჩვენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის არმიის გამბედაობის წყალობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, უზენაესი მთავარსარდალის ილჰამ ალიევის ხელმძღვანელობით მივაღწიეთ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო. შეიცვალა რეალობა რეგიონში და დამკვიდრდა საერთაშორისო სამართლიანობა.

აზერბაიჯანი მზადაა, სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზება საერთაშორისო სამართლის პრინციპების მკაცრი დაცვის, კერძოდ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო საზღვრების ხელშეუხებლობის საფუძველზე მოახდინოს. ჩვენ მოვუწოდებთ სომხეთს, პატივი სცეს ამ ფუნდამენტურ პრინციპებს და დაიცვას თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, რათა უზრუნველყოს მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა რეგიონში", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system