თავში

აზერბაიჯანის სამხედრო თვითმფრინავებმა გამარჯვების აღლუმისთვის მოსამზადებელი ფრენები ჩაატარეს

​აზერბაიჯანის სამხედრო თვითმფრინავებმა გამარჯვების
აზერბაიჯანის სამხედრო თვითმფრინავებმა გამარჯვების აღლუმისთვის მოსამზადებელი ფრენები ჩაატარეს

აზერბაიჯანის არმია სამხედრო აღლუმისთვის მომზადებას განაგრძობს, რომელიც სამამულო ომში გამარჯვებას ეძღვნება. მასში მონაწილეობას სამხედრო თვითმფრინავები და ვერტმფრენები მიიღებენ.

8 დეკემბერს ბაქოს თავზე აზერბაიჯანის სამხედრო საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მოსამზადებელი ფრენები განხორციელდა.

ამავდროულად, სამხედრო აღლუმისთვის პერსონალის მომზადებასთან დაკავშირებული წვრთნები გრძელდება.

სამხედრო აღლუმი, რომელიც აზერბაიჯანის სამამულო ომში გამარჯვებას ეძღვნება, 10 დეკემბერს ჩატარდება.

სამხედრო აღლუმში მონაწილეობას 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს. ნაჩვენები იქნება 150-მდე ერთეული ტექნიკა, მათ შორის უახლესი თანამედროვე სამხედრო ტექნიკა, სარაკეტო და საარტილერიო დანადგარები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, აგრეთვე საბრძოლო გემები და კატარღები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system