თავში

აზერბაიჯანის საზოგადოებრივი ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს

​აზერბაიჯანის საზოგადოებრივი ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს

აზერბაიჯანის ტერტერის რაიონის სოფელ გაპანლიში საზოგადოებრივი ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს. მედიის ინფორმაციით, თავდასხმა სომხურმა მხარემ განახორციელა. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ITV სოციალურ ქსელ Facebook-ში ავრცელებს.

ამჟამად აზერბაიჯანის საზოგადოებრივი ტელევიზიის ავტომობილს ცეცხლი უკიდია.

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system