თავში

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო: არმია მზად არის აღკვეთოს ნებისმიერი პროვოკაცია

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო: არმია მზად არის აღკვეთოს ნებისმიერი
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო: არმია მზად არის აღკვეთოს ნებისმიერი პროვოკაცია

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა აზერბაიჯანის არმიის ხელმძღვანელობასთან სამხედრო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკანასკნელი მონაცემები და მედიაში გავრცელებული შეტყობინებები, ასევე სამხედრო რიტორიკა სომხეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის გამოსვლებში, სამობილიზაციო საქმიანობის ჩატარება და რეგიონში საგარეო ძალების მონაწილეობა აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ მტერი მასშტაბური პროვოკაციების განხორციელებას აპირებს და სიტუაციას ამძაფრებს. 

ამის გათვალისწინებით, მინსტრმა აღნიშნა, რომ სამხედრო ძალები და საშუალებები სრულად უნდა იყოს მზად არა მხოლოდ ნებისმიერი პროვოკაციის აღსაკვეთად, არამედ მკაცრი პრევენციული ზომების მისაღებად. ამავე დროს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სადაზვერვო საქმიანობას და საბრძოლო მხარდაჭერას, ასევე ორგანიზებული მოქმედებების განხორციელებას ყველა მიმართულებით.

თავდაცვის მინისტრმა ოფიციალურ პირებს დაავალა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ზამთრის პერიოდისათვის აზერბაიჯანის არმიის საჭირო საბრძოლო იარაღით, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღით, სამხედრო და სპეციალური აღჭურვილობით მომარაგებას. ამასთან, სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობას და COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის ზომებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system