თავში

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის, ვაგიფ დიარგახლიმის განცხადებით, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის საჰაერო ძალები სომხეთის სამხედრო ტექნიკის განადგურებას განაგრძობენ

"დღეს სომხურმა მხარემ კვლავ გაავრცელა დეზინფორმაცია აზერბაიჯანის საჰაერო ძალების თვითმფრინავების და უპილოტო საჰაერო ხომალდების ჩამოგდების შესახებ. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ აზერბაიჯანის საჰაერო ძალების არც ერთი საბრძოლო თვითმფრინავი არ ჩამოვარდილა. პირიქით, აზერბაიჯანის თავდასხმის საჰაერო ძალები სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკის განადგურებას განაგრძობენ, რის დამადასტურებელ საომარი მოქმედებების ვიდეოჩანაწერებსაც მუდმივად ვავრცელებთ", - ნათქვამია განცხადებაში. 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის დანაკარგების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებით, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები საბრძოლო მოქმედებების შესახებ ინფორმაციული სიცარიელის შევსებას ცდილობენ, ვინაიდან მათ კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოქმედებების შესახებ სრული ინფორმაცია არ გააჩნიათ.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system