თავში

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს - განახლებულია

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს - განახლებულია
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს - განახლებულია

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინსიტროს პრესსამსახურის განცხადებით, 8 ოქტომბერს, 13:00 საათზე, აზერბაიჯანის საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა  სომხეთის შეიარაღებული ძალების უპილოტო საფრენი ხომალდი გაანადგურეს, რომელიც ჰორადიზის მიმართულებით მიემართებოდა.

-13:49-

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 18 ოქტომბერს, 12:30 საათზე, აზერბაიჯანის საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა   სომხეთის შეიარაღებული ძალების მორიგი სუ-25 საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომელიც ჯებრაილში მდებარე აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ესხმოდა თავს. 

-10:08-

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალი შეთანხმების მიუხედავად, სომხეთის შეიარაღებული ძალები ფრონტის ხაზზე დაძაბულობას ინარჩუნებენ. 18 ოქტომბერს, 07:00 საათზე, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აღდარას, ფიზულის, ჰადრუტისა და ჯებრაილის მიმართულებით თავდასხმა სცადეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების გგანცხადების თანახმად, აზერბაიჯანის არმიია სომხეთის შეიარაღებულ ძალებს წინააღმდეგობას უწევს. 

-09:55-

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, 17 ოქტომბერს, ახალი ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაფორმებამდე, ფრონტის ხაზების გასწვრივ, აღდარისა და ფიზული-ჰადრუტის მიმართულებით, ვითარება შედარებით სტაბილური იყო.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიის მიერ ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით ჩატარებული მოქმედებების შედეგად განადგურდა სომხეთის არმიის ცოცხალი ძალა, S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემის  სადგური, 5 T-72 ტანკი, 3 BM-21 Grad, 2 MLRS "Smerch", 1 ჰაუბიცი D-20 და 1 საზენიტო იარაღი KS-19, 6 ერთეული საავტომობილო მოწყობილობა.

-09:45-

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხური მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანელი სამხედროები ალყაში იმყოფებოდნენ, ტყუილი და დეზინფორმაციაა.

"სინამდვილეში, რეალური ვითარება სულ სხვაგვარია. მთელ ფრონტზე უპირატესობას აზერბაიჯანის არმია ფლობს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system