თავში

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ქელბაჯარის მონაკვეთზე კიდევ ერთი პროვოკაცია განახორციელეს, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"26 ივლისს, 03:00 საათიდან, სომხეთის შეიარაღებული ძალები ბასარკეჩარის რაიონის სხვადასხვა მიმართულებით განლაგებული საბრძოლო პოზიციებიდან ქელბაჯარის რაიონის ტერიტორიაზე განლაგებული აზერბაიჯანის არმიის პოზიციების წინააღმდეგ ყუმბარმტყორცნების გამოყენებით ინტენსიურ ცეცხლს აწარმოებს,“- აღნიშნული განცხადებაში.

უწყების ცნობით, ამ მიმართულებით განლაგებული აზერბაიჯანის არმიის ნაწილები ადეკვატურ საპასუხო მოქმედებებს ახორციელებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system