თავში

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს - განახლებულია

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს - განახლებულია

სომხური მხარის ინფორმაცია, თითქოს აზერბაიჯანის არმიამ ხანქენდის დაბომბვა განაახლა, სიმართლეს აბსოლუტურად არ შეესაბამება, - ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს.

"ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ აზერბაიჯანის არმია დასახლებულ პუნქტებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას არ ბომბავს", - განაცხადეს უწყებაში. 

-09:43-

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 8 ნოემბრის დღისით და 9 ნოემბრის ღამეს, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღიდან, მათ შორის ქვემეხიდან და ნაღმტყორცნებიდან, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების პოზიციებზე ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით და დასახლებულ პუნქტებს ცეცხლი გაუხსნეს.

უწყების ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებები ძირითადად გრძელდებოდა ფრონტის აღდერეს, აღდამის, ხოჯავენდისა და გუბადლის მიმართულებით.

"სომხეთის არმიამ დიდი დანაკარგი განიცადა და იძულებული გახდა, უკან დაეხია.

დღე ღამის განმავლობაში განადგურდა და მწყობრიდან გამოვიდა დიდი რაოდენობის ცოცხალი ძალა, 1 ტანკი T-72, 1 D-30 ქვემეხი, 1 ნაღმტყორცნი, 1 სამხედრო სატვირთო მანქანა საბრძოლო მასალებით.

ამჟამად საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ჩვენი ჯარები ოპერატიულ ვითარებას აკონტროლებენ", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, უწყების ინფორმაციით სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 8 ნოემბრის საღამოდან 9 ნოემბრის 00:50 საათამდე, აზერბაიჯანის თოვუზისა და გადაბეის რაინებში აზერბაიჯანის სამხედრო ქვედანაყოფებს ბარდისა და ჭამბარაკის რაიონებიდან ესროდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system