თავში

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

​აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

13 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, კოლონას, რომელიც ტერტერის რაიონის სოფელ სუგოვუშანიდან ქელბაჯარის რაიონისკენ მიემართებოდა და არასამხედრო ტვირთი ქელბაჯარის რაიონის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის გადაჰქონდა, სოფელ გოზლუკორპუს მახლობლად უკანონო სიმხურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ცეცხლი გაუხსნეს, - აზერბაიჯანული მედიის ცნობით, განცხადებას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ინციდენტის შედეგად "ნივას" მარკის ავტომობილის წინა, უკანა ნაწილი, ბორბლები და მექანიზმები დაზიანდა.

"საბედნიეროდ, არავინ დაღუპულა და დაშავებულა.

რუსი სამშვიდობოების თანხლებით მიმავალი სამოქალაქო საავტომობილო დანიშნულების კოლონის მიმართულებით, რომელიც გათავისუფლებულ ტერიტორიებზე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა აღსადგენად მიდიოდა, უკანონო სომხური შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან ცეცხლის გახსნა დაუშვებელია.

ამ ინციდენტის გამოსაძიებლად მიმართვა გაეგზავნა რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლობას და რუსეთ-თურქეთის ერთობლივ მონიტორინგის ცენტრს, რომელიც დროებით აზერბაიჯანის ყარაბაღის ეკონომიკური რაიონის გარკვეულ ნაწილშია განთავსებული", - აღნიშნეს უწყებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system