თავში

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მიერ აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვრის ქალბაჯარის მონაკვეთზე განხორციელებული პროვოკაციის შედეგად აზერბაიჯანის არმიის ორი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა, - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბასარკეჩარის რაიონის ტერიტორიაზე სხვადასხვა მიმართულებით განლაგებული საბრძოლო პოზიციებიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ქალბაჯარის რაიონის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ორი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.

"ამ მიმართულებით განლაგებული აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფები ადეკვატურ საპასუხო მოქმედებებს ახორციელებენ. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ დაძაბულობის ესკალაციაზე სრული პასუხისმგებლობა სომხეთს ეკისრება", - განაცხადეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system